ლერდაპრილი ტაბლეტი 10მგ+10მგ #30-ის გაფრთხილებები
არ მიიღოთ, თუ გაქვთ: ალერგია ლერკანიდიპინის, ენალაპრილის ან სხვა აგფ ინჰიბიტორების მიმართ. ანგიოედემის (სახის/ხორხის შეშუპების) ისტორია. ორსულობის მეორე ან მესამე ტრიმესტრი (აბსოლუტური უკუჩვენება). აორტალური სტენოზი ან გულის უკმარისობა არასტაბილურ ფაზაში. თირკმლის მძიმე უკმარისობა (GFR <30 მლ/წთ). არ მიიღოთ ალისკირენთან ერთად, თუ გაქვთ დიაბეტი.
სიფრთხილით მიიღეთ, თუ გაქვთ: თირკმლის ან ღვიძლის პრობლემები, დიაბეტი, დეჰიდრატაცია, იღებთ შარდმდენებს ან გელით ოპერაცია/ნარკოზი. აუცილებლად აცნობეთ ექიმს ამ მდგომარეობების შესახებ.