რა არის ლაციდოფილი-WM კაფსულა #20 და რისთვის გამოიყენება?
ლაციდოფილი-WM შეიცავს ცოცხალ ლაქტობაცილებს (Lactobacillus rhamnosus და Lactobacillus acidophilus), რომლებიც ნაწლავში ჯანსაღი ბაქტერიული ბალანსის აღდგენას უწყობს ხელს. სასარგებლო ბაქტერიები მიმაგრდება ნაწლავის კედელზე, აფერხებს მავნე მიკროორგანიზმების ზრდას და აძლიერებს ადგილობრივ იმუნიტეტს.
ჩვენებები: ანტიბიოტიკებით გამოწვეული დიარეა და დისბაქტერიოზი; მწვავე და ქრონიკული ნაწლავის მოშლილობა; საჭმლის მონელების ფუნქციური დარღვევები (შებერილობა, გაზები); ნაწლავის მიკროფლორის პროფილაქტიკური მხარდაჭერა ანტიბიოტიკოთერაპიის პერიოდში; მოგზაურის დიარეის პრევენცია.