კო-დიოვანი ტაბლეტი 80მგ+12.5მგ #28-ის გაფრთხილებები
არ მიიღოთ, თუ გაქვთ: ვალსარტანის, ჰიდროქლორთიაზიდის ან სულფონამიდების მიმართ ალერგია; ხართ ორსულობის მეორე-მესამე ტრიმესტრში; გაქვთ ღვიძლის ან თირკმლის მძიმე უკმარისობა (ანურია); გაქვთ რეფრაქტერული ჰიპოკალიემია ან ჰიპონატრიემია. არ მიიღოთ ალისკირენთან ერთად, თუ გაქვთ დიაბეტი ან თირკმლის უკმარისობა.
სიფრთხილით: შაქრიანი დიაბეტი (შარდმდენმა შეიძლება გაზარდოს სისხლში შაქრის დონე); პოდაგრა; სისტემური წითელი მგლურა. აცნობეთ ექიმს ნებისმიერი ქრონიკული დაავადების შესახებ.