კლოპიგამა®-ის გვერდითი ეფექტები
ყველა წამალს შეუძლია გვერდითი ეფექტების გამოწვევა, თუმცა ისინი ყველასთან არ აღინიშნება. ქვემოთ ჩამოთვლილია სიხშირის მიხედვით დაჯგუფებული ცნობები.
ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენებია სისხლდენები (მაგ., ცხვირიდან სისხლდენა, სისხლნაჟღენთები), დიარეა, გულისრევა, ტკივილი მუცლის არეში და დისპეფსია (მონელების დარღვევა). იშვიათად, მაგრამ სერიოზულ გვერდით მოვლენებს მიეკუთვნება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ან სხვა ადგილებიდან მძიმე სისხლდენა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა. იშვიათად ასევე შესაძლებელია თრომბოციტოპენია (თრომბოციტების რაოდენობის შემცირება), ანემია და ალერგიული რეაქციები.