კლოდიფენი ნეირო კაფსულა #30-ის დოზის გადაცილების სიმპტომები
დიკლოფენაკის გადაჭარბებული დოზის მიღებისას შეიძლება განვითარდეს გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, ლეთარგია, ძილიანობა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, დიარეა, დეორიენტაცია, კუჭ-ნაწლავის სისხლდენა, იშვიათად — არტერიული ჰიპერტენზია, თირკმლის უკმარისობა, ღვიძლის დაზიანება, სუნთქვის დათრგუნვა, კომა. გადაჭარბებული დოზის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ სამედიცინო დახმარებას. წაიყვანეთ პრეპარატის შეფუთვა ექიმთან.