კალციუმი-დ3 ნიკომედი ტაბლეტი საღეჭი 500მგ+200სე #120-ის დოზის გადაცილების სიმპტომები
დოზის გადაჭარბებისას შესაძლებელია ჰიპერკალცემია, რაც ვლინდება გულისრევით, ღებინებით, პოლიურიით (შარდვის გახშირება), ყაბზობით, სისუსტით, აპათიით, კუნთების სისუსტით, თირკმელებში კალციუმის დალექვით და თირკმლის უკმარისობით. მძიმე შემთხვევებში შესაძლებელია კომა. დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და მიმართეთ ექიმს. საჭიროა ორგანიზმიდან სითხის გაძლიერებული გამოყოფა (დიურეტიკების დახმარებით) და ელექტროლიტური ბალანსის აღდგენა.