კალციუმი-დ3 ფორტე ნიკომედი ტაბლეტი საღეჭი 500მგ+400სე #30-ის გვერდითი ეფექტები
ყველა წამალს შეუძლია გვერდითი ეფექტების გამოწვევა, თუმცა ისინი ყველასთან არ აღინიშნება. ქვემოთ ჩამოთვლილია სიხშირის მიხედვით დაჯგუფებული ცნობები.
ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენები დაკავშირებულია კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან და შეიძლება მოიცავდეს ყაბზობას, მეტეორიზმს (შებერილობას), გულისრევას, მუცლის ტკივილს და დიარეას. იშვიათად შეიძლება განვითარდეს ჰიპერკალციემია (სისხლში კალციუმის მომატება), რომელიც ვლინდება ლეთარგიით, ძილიანობით, გულისრევის შეგრძნებით, ღებინებით, პოლიურიით (ხშირი შარდვა) და გულის რიტმის დარღვევით. ძალიან იშვიათად შესაძლებელია თირკმელებში კენჭების ჩამოყალიბება.