კალციუმი დ3 აქტიმედი-ის გვერდითი ეფექტები
ყველა წამალს შეუძლია გვერდითი ეფექტების გამოწვევა, თუმცა ისინი ყველასთან არ აღინიშნება. ქვემოთ ჩამოთვლილია სიხშირის მიხედვით დაჯგუფებული ცნობები.
ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენებია: გულისრევა, ღებინება, ყაბზობა, მუცლის ტკივილი, მეტეორიზმი (შებერილობა) და დიარეა. იშვიათად შეიძლება აღინიშნოს ჰიპერკალციემია (სისხლში კალციუმის მომატებული დონე), რაც ვლინდება სისუსტით, თავის ტკივილით, ლეთარგიით, გულისრევით, ღებინებით, პოლიურიით (ხშირი შარდვა) და ძვლის ტკივილით. ძალიან იშვიათად შესაძლებელია თირკმელებში კენჭების წარმოქმნა.