ჯესი ტაბლეტი 0.02მგ+3მგ #28-ის გაფრთხილებები
არ მიიღოთ, თუ: გქონიათ ან გაქვთ თრომბოზი (სისხლძარღვის თრომბი); გაქვთ შაკიკი აურათი; კონტროლგარეშე არტერიული ჰიპერტენზია; მწეველი ხართ და 35 წელს გადაცილებული; გაქვთ ღვიძლის მძიმე დაავადება; ესტროგენდამოკიდებული სიმსივნე; დაუდგენელი ვაგინალური სისხლდენა.
სიფრთხილით: ჭარბი წონა, ვარიკოზული ვენები, შაქრიანი დიაბეტი, ეპილეფსია — ექიმს აუცილებლად აცნობეთ ამ მდგომარეობების შესახებ მიღების დაწყებამდე. დროსპირენონი ზრდის კალიუმის დონეს — თირკმლის პრობლემის შემთხვევაში კონსულტაცია ექიმთან.