ჯეს პლიუსი ტაბლეტი #28-ის გაფრთხილებები
არ მიიღოთ, თუ: გაქვთ ან გქონიათ ვენური/არტერიული თრომბოზი; გაქვთ უკონტროლო არტერიული ჰიპერტენზია; ეწევით და 35 წელს გადაცილებული ხართ; გაქვთ ღვიძლის მძიმე დაავადება ან სიმსივნე; გქონიათ შაკიკი აურით; გაქვთ პანკრეატიტი ჰიპერტრიგლიცერიდემიით; დაგისვეს ძუძუს კიბოს ან სასქესო ორგანოების ჰორმონდამოკიდებული სიმსივნის დიაგნოზი; გაქვთ თირკმლის მძიმე უკმარისობა.
სიფრთხილით მიიღეთ, თუ: გაქვთ სიმსუქნე, ვარიკოზი, ეპილეფსია, შაქრიანი დიაბეტი, დეპრესია ანამნეზში. ოპერაციის დაგეგმვისას (4 კვირით ადრე) აუცილებლად აცნობეთ ექიმს.