იუვიტ D3-ის დოზის გადაცილების სიმპტომები
D ვიტამინის დოზის გადაჭარბების სიმპტომებია: გულისრევა, ღებინება, მადის დაქვეითება, ყაბზობა, თავის ტკივილი, კუნთების სისუსტე, მომატებული წყურვილი, ხშირი შარდვა, სისუსტე, არტერიული წნევის მომატება. მძიმე შემთხვევებში შესაძლებელია თირკმლის უკმარისობა და გულის არითმია. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და მიმართეთ ექიმს. აუცილებელია სისხლში კალციუმისა და თირკმლის ფუნქციის კონტროლი.