იოდბალანსი 200-ის გაფრთხილებები
არ მიიღოთ, თუ: ალერგია გაქვთ იოდის ან კალიუმის იოდიდის მიმართ; გაქვთ ავტონომიური ფარისებრი ჯირკვლის ადენომა ან დიფუზური ტოქსიკური ჩიყვი (გრეივსის დაავადება); აქტიური ჰიპერთირეოზი; დიაგნოზირებული გაქვთ დიურინგის ჰერპეტიფორმული დერმატიტი.
სიფრთხილით: თუ წარსულში ფარისებრი ჯირკვლის დაავადება გქონდათ, ექიმს აუცილებლად უთხარით იოდბალანსის დაწყებამდე. 40 წელს ზემოთ ახალი ჩიყვის აღმოჩენისას ექიმი ჯერ ფუნქციას შეამოწმებს.