იბუვიტი D3-ის გაფრთხილებები
არ მიიღოთ, თუ: ალერგია გაქვთ ქოლეკალციფეროლის ან კაფსულის რომელიმე კომპონენტის მიმართ; სისხლში კალციუმი მომატებულია (ჰიპერკალციემია); გაქვთ თირკმლის ქვები ან მძიმე თირკმლის უკმარისობა; გაქვთ ჰიპერვიტამინოზი D.
სიფრთხილით: სარკოიდოზის, ტუბერკულოზის ან სხვა გრანულომატოზური დაავადების დროს — ექიმთან კონსულტაცია სავალდებულოა. თირკმლის ან ღვიძლის დაავადების შემთხვევაში დოზას ექიმი განსაზღვრავს.