იარინა პლუსი ტაბლეტი #28-ის გაფრთხილებები
❌ არ მიიღოთ იარინა პლუსი თუ: გაქვთ ან გქონიათ სისხლის შედედების დარღვევები (თრომბოზი), ღვიძლის მძიმე დაავადებები, სიმსივნე, რომელზეც ჰორმონები მოქმედებს (მაგ. სარძევე ჯირკვლის ან სასქესო ორგანოების), გაურკვეველი ეტიოლოგიის ვაგინალური სისხლდენა, ორსულობა ან ეჭვი ორსულობაზე, ან ხართ ალერგიული რომელიმე კომპონენტის მიმართ.
⚠ მიიღეთ სიფრთხილით და აუცილებლად აცნობეთ ექიმს თუ: გაქვთ გულის დაავადებები, მაღალი არტერიული წნევა, შაქრიანი დიაბეტი, ეპილეფსია, შაკიკი, ნაღვლის ბუშტის დაავადებები, ანამნეზში თრომბოზი თქვენს ან ახლო ნათესავებში, ჭარბი წონა, ან ხართ მწეველი, განსაკუთრებით 35 წელზე მეტი ასაკის.