იარინა პლუსი #28ტ-ის გაფრთხილებები
არ მიიღოთ იარინა პლუსი, თუ გაქვთ: სისხლის შედედების მომატებული რისკი (თრომბოფილია), ღვიძლის დაავადებები, თირკმლის უკმარისობა, სიმსივნეები, დაუზუსტებელი ვაგინალური სისხლდენა, მიგრენოზული თავის ტკივილი დეფიციტური ნევროლოგიური სიმპტომებით, ან ხართ ალერგიული პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ. მიიღეთ სიფრთხილით და აუცილებლად აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ: მაღალი არტერიული წნევა, შაქრიანი დიაბეტი, სიმსუქნე, ეპილეფსია, ანამნეზში თრომბოზი, დეპრესია, ანამნეზში ღვიძლის ან ნაღვლის ბუშტის დაავადებები.