ჰილო ფრეში-ის გვერდითი ეფექტები
ყველა წამალს შეუძლია გვერდითი ეფექტების გამოწვევა, თუმცა ისინი ყველასთან არ აღინიშნება. ქვემოთ ჩამოთვლილია სიხშირის მიხედვით დაჯგუფებული ცნობები.
ხშირი ეფექტები: ჰილო ფრეში ზოგადად კარგად ატანადია. იშვიათად შეიძლება ჩაწვეთებისთანავე მცირე წვა ან მოჩხვლეტის შეგრძნება — ეს რამდენიმე წამში გადის.
სერიოზული (ძალიან იშვიათი): თუ ჩაწვეთების შემდეგ გაძლიერდა სიწითლე, შეშუპება, ქავილი ან მხედველობა დაბინდა და არ აღდგება — შეწყვიტე გამოყენება და მიმართე ექიმს. ეს შეიძლება მიანიშნებდეს ალერგიულ რეაქციაზე შემადგენლობის რომელიმე კომპონენტზე.