რა არის ჰელიოლაქსი და რისთვის გამოიყენება?
ლაქტულოზა ოსმოსური საფაღარათოა — იზიდავს წყალს ნაწლავში, არბილებს განავალს და ასტიმულირებს ნაწლავის მოძრაობას. ორგანიზმში პრაქტიკულად არ შეიწოვება, ამიტომ მოქმედება ადგილობრივია.
ჩვენებები: ქრონიკული ყაბზობა მოზრდილებსა და ბავშვებში; ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია (ღვიძლის უკმარისობით გამოწვეული ტვინის ფუნქციის დარღვევა) — ამ შემთხვევაში ლაქტულოზა ამცირებს ამიაკის დონეს სისხლში. ექიმი დანიშნავს ასევე ღვიძლის ციროზის ფონზე პროფილაქტიკურად.