გლუკოფაჟი XR-ის დოზის გადაცილების სიმპტომები
მეტფორმინის დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს ლაქტატ-აციდოზის განვითარება, რაც ვლინდება კუნთების ტკივილით, სუნთქვის გაძნელებით, ძილიანობით, მუცლის ტკივილით და გულისრევით. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას. აუცილებელია პაციენტის ჰოსპიტალიზაცია და ჰემოდიალიზი.