ფურადონინი ტაბლეტი 50მგ #10-ის გვერდითი ეფექტები
ყველა წამალს შეუძლია გვერდითი ეფექტების გამოწვევა, თუმცა ისინი ყველასთან არ აღინიშნება. ქვემოთ ჩამოთვლილია სიხშირის მიხედვით დაჯგუფებული ცნობები.
ყველაზე ხშირად აღინიშნება: გულისრევა, ღებინება, მადის დაქვეითება, მუცლის ტკივილი, დიარეა. იშვიათად შეიძლება განვითარდეს: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, კანის გამონაყარი, ქავილი. სერიოზული, თუმცა იშვიათი გვერდითი მოვლენებია: ფილტვისმიერი რეაქციები (ხველა, ქოშინი, გულმკერდის ტკივილი), ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (სიყვითლე), პერიფერიული ნევრიტი (სიმპტომები: დაბუჟება, ჩხვლეტა კიდურებში). ასეთი სიმპტომების გამოვლენისას დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.