რა არის ფლუტინექსი და რისთვის გამოიყენება?
ფლუტინექსი ნაზალური კორტიკოსტეროიდია — ამცირებს ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთებას და შეშუპებას. მოქმედებს ალერგიული რეაქციის ადგილზე, სისხლში მინიმალურად შეიწოვება.
ჩვენებები: სეზონური ალერგიული რინიტი (თივის ცხელება), მთელი წლის ალერგიული რინიტი (მტვერი, ცხოველის ბეწვი, ობი). ამცირებს ცხვირის გაჭედვას, ცემინებას, ცხვირის ქავილს, თვალების ქავილს და ცხვირიდან წყლიან გამონადენს.
ექიმი დანიშნავს ასევე არაალერგიული რინიტისა და ცხვირის პოლიპების სამკურნალოდ.