ფლორანს-WM კაფსულა #30-ის გაფრთხილებები
არ მიიღოთ, თუ: ალერგია გაქვთ საფუარის მიმართ; ცენტრალური ვენური კათეტერი გაქვთ ჩადგმული; მძიმე იმუნოდეფიციტი გაქვთ (მაგ., აივ-ის გვიანი სტადია, ორგანოს გადანერგვის შემდეგ იმუნოსუპრესია).
სიფრთხილით: ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს — ექიმთან კონსულტაცია. კაფსულა არ გახსნათ ჰოსპიტალის პალატაში — საფუარის სპორები ჰაერში ვრცელდება და კათეტერიან პაციენტებს საფრთხეს უქმნის. თუ ფაღარათი 2 დღეში არ გაუმჯობესდა ან სისხლიანია — ექიმს მიმართეთ.