ფილიგრა ტაბლეტი 100მგ #1-ის გაფრთხილებები
არ მიიღოთ თუ: ალერგია გაქვთ სილდენაფილის ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ; იღებთ ნიტრატებს (ნიტროგლიცერინი, იზოსორბიდი) ან აზოტის ოქსიდის დონორებს — წნევის კატასტროფული ვარდნა შეიძლება; გადატანილი გაქვთ ინსულტი ან ინფარქტი ბოლო 6 თვეში; მძიმე ღვიძლის უკმარისობა; სისხლის დაბალი წნევა (90/50-ზე ქვემოთ).
სიფრთხილით: გულის დაავადებები, სისხლძარღვთა ანომალიები, კუჭის წყლული, სისხლდენის დარღვევები. ექიმს უთხარით ყველა წამლის შესახებ, რომელსაც იღებთ.