ესპუმიზანი L-ის გვერდითი ეფექტები
ყველა წამალს შეუძლია გვერდითი ეფექტების გამოწვევა, თუმცა ისინი ყველასთან არ აღინიშნება. ქვემოთ ჩამოთვლილია სიხშირის მიხედვით დაჯგუფებული ცნობები.
ესპუმიზანი L კარგად აიტანება და იშვიათად იწვევს გვერდით მოვლენებს. აღწერილია ალერგიული რეაქციები, როგორიცაა კანის გამონაყარი, ქავილი ან ჭინჭრის ციება. ძალიან იშვიათად შესაძლებელია ანაფილაქსიური რეაქციები. ნებისმიერი უჩვეულო რეაქციის შემთხვევაში, შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და მიმართეთ ექიმს.