რა არის ეპიცინი ჰიდროგელი და რისთვის გამოიყენება?
ეპიცინი ჰიდროგელი შეიცავს ჰიპოქლორმჟავას (HOCl) — ნივთიერებას, რომელსაც ადამიანის ორგანიზმი ბუნებრივად გამოიმუშავებს ინფექციის წინააღმდეგ. გელი ანადგურებს ბაქტერიებს, სოკოებსა და ვირუსებს ჭრილობის ზედაპირზე, ტენიან გარემოს ინარჩუნებს და შეხორცებას აჩქარებს.
ჩვენებები: მცირე ჭრილობები, კანის გახლეჩა, I-II ხარისხის დამწვრობა, პოსტოპერაციული ნაკერების მოვლა, აკნეს შემდგომი კანის დაზიანებები, დიაბეტური წყლულები (ექიმის მეთვალყურეობით), კანის გაღიზიანება და ქავილი. ATC კლასი: D08AX — სხვა ანტისეპტიკები და დეზინფიცირებელი საშუალებები.