რა არის ენტეროსტაბილი და რისთვის გამოიყენება?
ენტეროსტაბილი შეიცავს Saccharomyces boulardii-ს – სპეციალურ საფუვარს, რომელიც აფერხებს მავნე ბაქტერიების ზრდას ნაწლავებში და ხელს უწყობს ნორმალური მიკროფლორის აღდგენას. ორალური რეჰიდრატაციის კომპონენტები ორგანიზმს ეხმარება ფაღარათით დაკარგული წყლისა და მარილების შევსებაში.
გამოიყენება:
- მწვავე ფაღარათი (ვირუსული, ბაქტერიული)
- ანტიბიოტიკებთან ასოცირებული ფაღარათი
- მოგზაურთა დიარეა
- ნაწლავის დისბაქტერიოზი ანტიბიოტიკოთერაპიის ფონზე
- ნაწლავის მიკროფლორის აღდგენა საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ინფექციების შემდეგ.