დორიტრიცინი ტაბლეტი საწუწნი #20-ის დოზის გადაცილების სიმპტომები
დორიტრიცინის დოზის გადაჭარბების შემთხვევები იშვიათია ადგილობრივი გამოყენებისას. თუმცა, დიდი რაოდენობით გადაყლაპვის შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს: გულისრევა, ღებინება, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები, თავბრუსხვევა, ჰალუცინაციები, აგზნება. დიდი დოზით მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას.