დევიტინი D3-ის გაფრთხილებები
არ მიიღოთ, თუ: გაქვთ ალერგია კოლეკალციფეროლის ან პრეპარატის შემადგენელი ნივთიერებების მიმართ; სისხლში კალციუმი მომატებულია (ჰიპერკალციემია); თირკმელში კალციუმის კენჭები გაქვთ; D ვიტამინის ჰიპერვიტამინოზი გაქვთ.
სიფრთხილით: თირკმლის უკმარისობის, სარკოიდოზის ან სხვა გრანულომატოზური დაავადების დროს — ექიმთან კონსულტაცია სავალდებულოა. თუ იღებთ თიაზიდურ შარდმდენებს ან გულის გლიკოზიდებს, აცნობეთ ექიმს.