დეტრივიტი კაფსულა 1000სე #60-ის გვერდითი ეფექტები
ყველა წამალს შეუძლია გვერდითი ეფექტების გამოწვევა, თუმცა ისინი ყველასთან არ აღინიშნება. ქვემოთ ჩამოთვლილია სიხშირის მიხედვით დაჯგუფებული ცნობები.
ყველაზე ხშირად, დეტრივიტი კარგად აიტანება. იშვიათად შეიძლება განვითარდეს: თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, ყაბზობა, მუცლის ტკივილი, კუნთებისა და სახსრების ტკივილი. ჰიპერკალციემია (სისხლში კალციუმის მომატება) შეიძლება გამოვლინდეს ხშირი შარდვით, ძლიერი წყურვილით, გულისრევით, ღებინებით, დაღლილობით, კუნთების სისუსტით. ძალიან იშვიათად - თირკმელების ფუნქციის დარღვევა, არტერიული წნევის მომატება.