სრული დოზირების სქემა ასაკისა და მდგომარეობის მიხედვით
მოზრდილები: რეკომენდებული დოზა შეადგენს 25 მგ (1 საშეტი) ყოველ 8 საათში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 75 მგ-ს. პრეპარატი მიიღება ჭამის შემდეგ, რათა შემცირდეს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ გვერდითი მოვლენების რისკი. თირკმლის ფუნქციის დარღვევა: პაციენტებში მსუბუქი თირკმლის უკმარისობით (კრეატინინის კლირენსი >50 მლ/წთ) დოზის კორექცია საჭირო არ არის. პაციენტებში ზომიერი ან მძიმე თირკმლის უკმარისობით (CrCl <50 მლ/წთ) პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია. ღვიძლის ფუნქციის დარღვევა: პაციენტებში მსუბუქი ან ზომიერი ღვიძლის უკმარისობით (Child-Pugh A/B) დოზა უნდა შემცირდეს, რეკომენდებული საწყისი დოზაა 25 მგ დღეში ერთხელ. პაციენტებში მძიმე ღვიძლის უკმარისობით პრეპარატი უკუნაჩვენებია.
პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში და მოზარდებში (18 წლამდე) დადგენილი არ არის. ამ ასაკობრივ ჯგუფში პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული.
ხანდაზმულ პაციენტებში, განსაკუთრებით თირკმლის ან ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი ან ზომიერი დარღვევის მქონე პირებში, რეკომენდებულია დოზის შემცირება. საწყისი დოზა უნდა იყოს 25 მგ (1 საშეტი) დღეში ერთხელ. აუცილებელია თირკმლის ფუნქციის რეგულარული მონიტორინგი. ხანდაზმულ პაციენტებში იზრდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სისხლდენის და წყლულის რისკი.
სრული ანოტაცია, შემადგენლობა და ფარმაკოკინეტიკა — იხილეთ ინსტრუქციის გვერდი.