ჩელა მაგ B6-ის გაფრთხილებები
არ მიიღოთ, თუ გაქვთ ალერგია მაგნიუმის ან B6 ვიტამინის მიმართ; თუ გაქვთ თირკმლის მძიმე უკმარისობა (რადგან მაგნიუმი ვერ გამოიყოფა ორგანიზმიდან); თუ დადგენილი გაქვთ ჰიპერმაგნიემია (სისხლში მაგნიუმის მომატებული დონე).
სიფრთხილით: თირკმლის ზომიერი უკმარისობის დროს — აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია. ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში — მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით. სხვა მაგნიუმის შემცველ პრეპარატებთან ერთად მიღებისას — არსებობს დოზის გადაჭარბების რისკი.