ბეტასერკი ტაბლეტი 16მგ #30-ის გვერდითი ეფექტები
ყველა წამალს შეუძლია გვერდითი ეფექტების გამოწვევა, თუმცა ისინი ყველასთან არ აღინიშნება. ქვემოთ ჩამოთვლილია სიხშირის მიხედვით დაჯგუფებული ცნობები.
ხშირი გვერდითი ეფექტები (>1/100-დან <1/10-მდე): საჭმლის მომნელებელი დარღვევები, როგორიცაა გულისრევა, ღებინება, დისპეფსია (გულძმარვა, შებერილობა). იშვიათი გვერდითი ეფექტები: თავის ტკივილი, ძილიანობა. ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები: ალერგიული რეაქციები, როგორიცაა გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება (სახის, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპება, რაც სუნთქვის გაძნელებას იწვევს).