აზით-ის გვერდითი ეფექტები
ყველა წამალს შეუძლია გვერდითი ეფექტების გამოწვევა, თუმცა ისინი ყველასთან არ აღინიშნება. ქვემოთ ჩამოთვლილია სიხშირის მიხედვით დაჯგუფებული ცნობები.
ხშირი გვერდითი მოვლენები (1-10%) მოიცავს: გულისრევას, ღებინებას, დიარეას, მუცლის ტკივილს. იშვიათად შეიძლება აღინიშნოს თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, კანის გამონაყარი. სერიოზული, თუმცა იშვიათი გვერდითი მოვლენები, რომლებიც საჭიროებენ ექიმთან დაუყოვნებელ კონსულტაციას: მძიმე ალერგიული რეაქციები (ჭინჭრის ციება, სახის, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპება, სუნთქვის გაძნელება), ღვიძლის ფუნქციის დარღვევის ნიშნები (სიყვითლე, მუქი შარდი, მუცლის ზედა მარჯვენა ნაწილის ტკივილი), გულის რითმის დარღვევები.