აცც® 200-ის გვერდითი ეფექტები
ყველა წამალს შეუძლია გვერდითი ეფექტების გამოწვევა, თუმცა ისინი ყველასთან არ აღინიშნება. ქვემოთ ჩამოთვლილია სიხშირის მიხედვით დაჯგუფებული ცნობები.
ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენებია: გულისრევა, ღებინება, დიარეა, მუცლის ტკივილი, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება, კანის გამონაყარი, ქავილი. იშვიათად შეიძლება განვითარდეს თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ყურებში ხმაური, გულისცემის გახშირება. ძალიან იშვიათად აღინიშნება ალერგიული რეაქციები, ბრონქოსპაზმი (განსაკუთრებით ასთმის მქონე პაციენტებში), სახის, ტუჩების, ენის ან ხახის შეშუპება, სუნთქვის გაძნელება, არტერიული წნევის დაცემა. სერიოზული ალერგიული რეაქციის ან სუნთქვის გაძნელების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.