აღწერა
თავბრუსხვევა არის მდგომარეობა, რომლის დროსაც პაციენტს ეჩვენება, რომ გარემო ბრუნავს მის ირგვლივ, ან თავად კარგავს წონასწორობას. იგი შეიძლება გამოწვეული იყოს შიდა ყურის დაავადებებით, ცენტრალური ნერვული სისტემის პათოლოგიებით, სისხლძარღვთა პრობლემებით, სტრესითა და დაბალი არტერიული წნევით. თავბრუსხვევა ხშირად თან ახლავს გულისრევა, ოფლიანობა, ყურებში ხმაური და სიარულის დარღვევა. მსუბუქი ფორმების დროს საკმარისია სიმპტომატური მკურნალობა, თუმცა ხანგრძლივი ან მწვავე თავბრუსხვევის შემთხვევაში საჭიროა ექიმის კონსულტაცია გამომწვევი მიზეზის დასადგენად და შესაბამისი თერაპიის დასანიშნად.