აღწერა
სალპინგიტი არის საკვერცხის მილის (ფალოპის მილის) ანთებითი დაავადება, რომელიც უმეტეს შემთხვევაში ბაქტერიული ინფექციით არის გამოწვეული. დაავადება ხშირად სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების (ქლამიდია, გონორეა) შედეგად ვითარდება და შეიძლება ერთ ან ორივე მილს მოიცავდეს. ძირითადი სიმპტომებია მუცლის ქვედა ნაწილში ტკივილი, ცხელება, პათოლოგიური გამონადენი საშოდან და ტკივილი სქესობრივი კონტაქტის დროს. დროულად არნამკურნალები სალპინგიტი შეიძლება გართულდეს მილის გაუვალობით, საშვილოსნოსგარე ორსულობით ან უნაყოფობით. მკურნალობა ანტიბიოტიკებით ხორციელდება და მნიშვნელოვანია სქესობრივი პარტნიორის ერთდროული მკურნალობაც.