აღწერა
პლევრული გამონადენი არის სითხის დაგროვება პლევრის ფურცლებს შორის — გულმკერდის კედელსა და ფილტვს შორის არსებულ სივრცეში. ეს მდგომარეობა შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის ინფექციებით (პნევმონია, ტუბერკულოზი), გულის უკმარისობით, ღვიძლის ან თირკმლის დაავადებებით, ავთვისებიანი სიმსივნეებით ან ავტოიმუნური პროცესებით. პაციენტს შეიძლება აწუხებდეს ქოშინი, ტკივილი მკერდში (განსაკუთრებით სუნთქვისას), ხველა და ზოგადი სისუსტე. დიაგნოზის დასადასტურებლად საჭიროა გულმკერდის რენტგენოგრაფია, ულტრაბგერა ან კომპიუტერული ტომოგრაფია. მკურნალობა მიმართულია ძირითადი მიზეზის აღმოფხვრაზე, ხოლო დიდი მოცულობის გამონადენის შემთხვევაში საჭიროა პლევრის პუნქცია (თორაკოცენტეზი).