აღწერა
ორქიტი წარმოადგენს სათესლე ჯირკვლის (ანუ კვერცხის) ანთებას, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს ბაქტერიული ან ვირუსული ინფექციით. ყველაზე ხშირად ბაქტერიული ორქიტი ვითარდება სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების ან საშარდე გზების ინფექციის ფონზე, ხოლო ვირუსული ორქიტი ხშირად ყბაყურას (პაროტიტის) გართულებაა. დაავადება ვლინდება სათესლის შეშუპებით, ტკივილით, სიწითლით, ცხელებით და ზოგადი სისუსტით. დროული და ადეკვატური მკურნალობის გარეშე ორქიტმა შეიძლება გამოიწვიოს სათესლის ატროფია, აბსცესი ან ნაყოფიერების დაქვეითება. მკურნალობა მოიცავს ანტიბიოტიკოთერაპიას (ბაქტერიული ფორმის შემთხვევაში), ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს და სიმპტომურ თერაპიას.