აღწერა
ჰიდროცელე (წყალმანკი) არის მდგომარეობა, რომლის დროსაც სათესლეს გარშემო, მის გარსებს შორის გროვდება სითხე, რაც იწვევს სათესლე პარკის შეშუპებას და ზომის გაზრდას. ეს მდგომარეობა შეიძლება იყოს თანდაყოლილი (ახალშობილებში) ან შეძენილი (ინფექციის, ტრავმის ან ანთებითი პროცესის შედეგად). უმეტეს შემთხვევაში ჰიდროცელე უმტკივნეულოა და მხოლოდ კოსმეტიკურ დისკომფორტს იწვევს, თუმცა დიდი ზომის წყალმანკმა შეიძლება გამოიწვიოს სიმძიმის შეგრძნება და უხერხულობა. დიაგნოსტიკა ხდება ფიზიკური გასინჯვით და ულტრაბგერითი კვლევით. მკურნალობა ძირითადად ქირურგიულია (ჰიდროცელექტომია), ხოლო მედიკამენტური თერაპია გამოიყენება ტკივილის და ანთების შესამცირებლად.